Sunday, October 16, 2016

ტრენინგის შეჯამება.

ეს ტრენინგი ფრიად ნაყოფიერი იყო,თავიდან დავიწყეთ პროექტის პორტფოლიოს შექმნა.მთელი ტრენინგის განმავლობაში შევქმენით სხვადასხვა მასალა და დოკუმენტაცია და მოვათავსეთ საქაღალდეში.აგრეთვე შევქმენით მოსწავლის ბლოგი,განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაცია, გავეცანით შეფასების რუბრიკას.ვიმუშავეთ ფასილიტაციის  ნიმუშის შექმნაზე და გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.პირადად ჩემთვის ეს ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო,სწავლება დავიწყე ნულიდან და ,იმდენი რამ შევისწავლე, რომ ყველაფრის გაკეთება, რაც ქალბატონმა ქეთიმ შეგვასწავლა დამოუკიდებლად შემიძლია.მადლობა ქ-ნ:ქეთის და მასწავლებელთა სახლს.

ტრენინგის მეცხრე დღე.

დღე დავიწყეთ გამეორებით,შემდეგ ყველამ  ფართოდ წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაცია.შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში და ვისწავლეთ ანიმაციებისა და სურათების მოძებნა და ჩასმა.

Saturday, October 15, 2016

ტრენინგის მერვე დღე.

მერვე დღე დავიწყეთ გამეორებით,შემდეგ შევქმენით ფასილიტატორის ნიმუში,მოვაწესრიგეთ საქაღალდე და ჩვენი პროექტი ავტვირთეთ ბლოგზე.საქაღალდეს მივანიჭეთ მისამართი და ავტვირთეთ დრაივში,შემდეგ გადავიტანეთ ბლოგზე.

Friday, October 14, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე.

დღეს გავიმეორეთ ძველი მასალა,შევისწავლეთ ყველა მოსწავლის საჭიროებისგათვალისწინება და დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Sunday, October 2, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე..

დღეს ჩვენ გავიმეორეთ განვლილი მასალა,შემდეგ განვიხილეთ მოსწავლეთა პრეზენტაცია,გავეცანით შეფასების რუბრიკებს და გადავხედეთ გეგმებს მოწონებული გეგმები კი შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.

Saturday, October 1, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე.

მეხუთე დღეც ძალიან საინტერესო იყო.გავიმეორეთ განვლილი მასალა ,შევისწავლეტ საავტორო უფლებების დაცვა,გავაკეტეტ კომენტარები ბლოგზე დამოსწავლის ნიმუშსე ვიმუშავეთ ბლოგში.

Sunday, September 25, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე.

მეოთხე დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით,შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.შევისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა და გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.ერთი სიტყვიტ ფრიად საინტერესო დღე გამოდგა.